Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კონფერენცია ვიქტორ ნოზაძე – 130

თბილისი, 5 - 6 დეკემბერი, 2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  და  „ვიქტორ ნოზაძის საზოგადოება"  ა/წ. 5-6 დეკემბერს გამართავენ ცნობილი ქართველი მოღვაწისა და რუსთველოლოგის, ვიქტორ ნოზაძის, 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება – 20 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი:  5-6 დეკემბერი, 2023

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  15 ნოემბერი, 2023

ელ.ფოსტა: tsuconference@tsu.ge

გამოიცემა კონფერენციის თეზისების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელიც აიტვირთება თსუ ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე და  ინდექსირებული იქნება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

დანართში იხ. თეზისების გაფორმების წესი.